ზღვის კატა (თევზი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ზღვის კატა (Dasyatis pastinaca) — თევზი ბოლოქაცვიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 2,5 მ-ს აღწევს, წონა — 16 კგ-ს. სხეული შიშველია, მხოლოდ ზურგის შუა ხაზზე რამდენიმე მცირე ხორკლია უკან გადაღუნული ქიცვით. კუდის ფუძესთან აქვს კიდეებდაკბილული დიდი ქიცვი, რომლის ჩხვლეტა სახიფათოა (მის ღარში შხამიანი ჯირკვლოვანი უჯრედებია განლაგებული). ზღვის კატა გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. საქართველოს სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. მისი სარეწებია ბათუმთან და ანაკლიასთან.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზღვის კატა. |
სწრაფი ფაქტები ზღვის კატა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ზღვის კატა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Dasyatis pastinaca | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 161453 | ||||||||||
|
დახურვა