გერნზი
From Wikipedia, the free encyclopedia
გერნზი (ინგლ. Guernsey, ფრანგ. Guernesey) — დიდი ბრიტანეთის გვირგვინის მიწა ლა-მანშის სრუტეში (წმ. მალოს ყურეში), 130 კმ-ში დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაპირიდან და 48 კმ-ში საფრანგეთის ნაპირებიდან; გვირგვინის მიწების მთავარი ტერიტორიაა ნორმანდიის კუნძულების სიდიდით მეორე კუნძული გერნზი, კუნძულ ჰერნთან და სხვა მცირე ახლომდებარე კუნძულებთან ერთად, ხოლო კუნძული ოლდერნი, მიმდებარე მცირე კუნძულებითურთ და სარკი, ასევე მიმდებარე მცირე კუნძულებით, გარკვეული ავტონომიებით სარგებლობენ.
გერნზის გვირგვინის მიწა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Sarnia Cherie God Save the Queen |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სენტ-პიტერ-პორტი 49°27′ ჩ. გ. 2°33′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, ფრანგული | |||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 78 კმ2 (223-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 65 345 (206-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 837,8 კაცი/კმ2 (14-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2004 შეფასებით | |||||
- | სულ | $2.1 მილიარდი (176-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $44 600 (მე-10) | ||||
აგი (2005) | 0.985 (ძალიან მაღალი) (მე-2) | |||||
ვალუტა | გირვანქა სტერლინგი (GBP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC±00:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+01:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | GG; GGE | |||||
Internet TLD | .gg¹ | |||||
სატელეფონო კოდი | + 44 | |||||
¹ ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. |
გვირგვინის მიწის ფართობი შეადგენს 78 კმ²-ს, მოსახლეობა — 65 345 კაცს. დედაქალაქია სენტ-პიტერ-პორტი. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, ხოლო ადგილობრივები სასაუბროდ იყენებენ ასევე ნორმანდიულ ენის ადგილობრივ, გერნზულ დიალექტს.
გერნზის ტერიტორია სამხედრო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექვემდებარება ბრიტანეთის იურისდიქციას, მაგრამ გააჩნია ავტონომიური თვითმმართველობა. ფულის ერთეულია გერნზის ფუნტი, კურსით იგი უტოლდება ბრიტანულ ფუნტს (რომელიც ასევე თავისუფალ მიმოქცევაშია კუნძულზე). გერნზის ეკონომიკაში დომინირებს ფინანსური სექტორი, აქ გაუქმებულია სავალუტო კონტროლი, გამარტივებულია ბიზნეს ოპერაციები და მოქმედებს მარტივი საგადასახადო სისტემა, დიდი ყურადღება ექცევა საბანკო კონფიდენციალობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას (ოფ-შორული ზონა).