ალექსანდრე ლუკაშენკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე გრიგოლის ძე ლუკაშენკო (ბელარ. Аляксандр Рыгоравіч Лукашэнка; რუს. Александр Григорьевич Лукашенко; დ. 30 აგვისტო, 1954) — ბელარუსი პოლიტიკოსი. ბელარუსის პრეზიდენტი 1994 წლიდან. პოლიტიკაში მოსვლამდე ლუკაშენკო სამხედრო ოფიცერი, შემდეგ კი რამდენიმე საწარმოს დირექტორი იყო.
ალექსადრე ლუკაშენკო ბელარ. Аляксандр Лукашэнка რუს. Александр Лукашенко | |
ბელარუსის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 20 ივლისი, 1994 |
დაბადებული | 1954 აგვისტო, 30 ვიტებსკის ოლქი, ბელორუსიის სსრ |
ეროვნება | ბელარუსი |
მეუღლე | გალინა ჟოლნეროვიჩი |
შვილები | ვიქტორ, დიმიტრი და ნიკოლოზი |
პროფესია | მასწავლებელი და ეკონომისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
დაამთავრა მაგილევის პედაგოგიური ინსტიტუტი (1975 წ.). ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი.
2010 წლის 19 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 79,65%–თ არჩეულ იქნა პრეზიდენტად მეოთხე ვადით. ეუთო-მ აშშ-მ და ევროკავშირმა არ სცნეს არჩევნების შედეგები, საპირისპიროდ, დსთ-ს დამკვირვებლებმა ჩატარებული არჩევნები პოზიტიურად შეაფასეს.[1][2][3]
2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თავი ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, გამოაცხადა. არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დარღვევებს მასობრივი საპროტესო აქციები მოყვა.[4] ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მისი გუნდის მტკიცდებით, მან ხმების 60-დან 70 პროცენტამდე მიიღო,[5][6] რის შემდეგაც მან მიმართა დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტად აღიარების თხოვნით.[7] არჩევნებმა კვლავ ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.
ლუკაშენკომ ბელარუსში ავტორიტარული მმართველობა დაამყარა. ის საკუთარ თავს „ევროპის უკანასკნელ დიქტატორსაც“ უწოდებს.[8] ქვეყანში ჩატარებული არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, რეჟიმის ოპონენტების უმრავლესობა რეპრესირებულია, ხოლო მედია არსებობს სასტიკი ცენზურის პირობებში.[9][10] ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო ლუკაშენკოსა და ბელარუსის საჯარო პირების წინააღმდეგ მოქმედებს მრავალფეროვანი სანქციები.[11] 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მასშტაბური გაყალბებების ფონზე ბელარუსში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო.[12] არჩევენბის გაყალბების შემდეგ დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას,[13][14] თუმცა რეჟიმი სარეგებლობს რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა მცირე სახელმწიფოების მხარდაჭერით.[15]