აგლუტინაცია (ბიოლოგია)
From Wikipedia, the free encyclopedia
აგლუტინაცია (ლათ. agglutination) ანუ შეწებება — სხვადასხვა ნაწილაკების - სისხლის ფორმიანი ელემენტების (განსაკუთრებით წითელი ბურთულების - ერითროციტების), სისხლში შეწონილი ბაქტერიების და სხვათა გუნდებად შეწებებას და დალექვას. აგლუტინაციას იწვევს განსაკუთრებული ნივთიერებები - აგლუტინინები (სპეციფიკური ანტისხეულები), რომლებიც გროვდება ადამიანისა და ცხოველის სისხლში ინფექციურ დაავადებათა და იმუნიზაციის შედეგად. აგლუტინაციის რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი ინფექციური დაავადების (მუცლის ტიფი, ბრუცელოზი და სხვა) დიაგნოსტიკისათვის, სისხლის ჯგუფების დასადგენად, მიკრობთა სახეობებისა და ტიპების დიფერენცირებისათვის და სხვა[1].
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლუტინაცია. |
აგლუტინაციის რეაქცია ხდება სამ შემთხვევაში, როდესაც:
- ბაქტერიული ან სისხლის წითელი უჯრედები შეეწებება ანტისხეულებთან ან გარკვეული მოლეკულებთან რთული კომპლექსის წარმოქმნით.
- ხსნადი ნაწილაკები შეკავშირდებიან უფრო დიდ მასებად და შემდგომ ხდება მათი პრეციპიტაცია.
- ალერგიული რეაქციის დროს, როდესაც უჯრედები შეკავშირდებიან უცხო ნივთიერებების - ანტიგენების საწინააღმდეგოდ.