სისხლი
From Wikipedia, the free encyclopedia
სისხლი (ლათ. sanguis, ბერძ. αἷμα) – განსაკუთრებული თხევადი ქსოვილი. გულის მეშვეობით, ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. მედიცინის დარგს სისხლის შესახებ ჰემატოლოგია ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.
ტერმინს „სისხლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სისხლი (მრავალმნიშვნელოვანი). |