pH
From Wikipedia, the free encyclopedia
pH, წყალბადის მაჩვენებელი (ლათ. pondus Hydrogenii — „წყალბადის წონა“) — წყალხსნარების მჟავიანობის რაოდენობითი მახასიათებელი. ტოლია — , სადაც წყალხსნარებში იონების თერმოდინამიკური აქტიურობაა (მოლ/ლ). წყალი დისოცირდება და იონებად. ამ პროცესის წონასწორობის მუდმივა
- (22°C),
სხვადასხვა ნივთიერების pH-ი | |
მარილმჟავა (1 მოლ/ლ) | |
მჟავა წყალი | |
ბატარეა | |
კუჭის წვენი | |
ლიმონი | |
კოლა | |
ძმარი | |
ფორთოხალი | |
ლუდი | |
ყავა | |
ჩაი | |
მჟავა წვიმა | |
რძე | |
წყალი | |
ნერწყვი | |
სისხლი | |
ზღვის წყალი | |
საპონი | |
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი | |
ჩაუმქრალი კირი | |
კაუსტიკური სოდა |
სადაც , და წყლის, და -ის შესაბამისი აქტიურობებია (მოლ/ლ). ავღნიშნოთ Kწ (წყლის იონური ნამრავლი), მივიღებთ: Kწ= (22°C), ვინაიდან 1ლ წყალი შეიცავს 1000/18.016=55.56 მოლწყალს, სუფთა წყალში, ისევე როგორც ნებისმიერ ნეიტრალურ ხსნარებში და, მაშასადამე, . თუ ხსნარს მჟავას დავუმატებთ, , თუ ტუტეს — .
მჟავა ხსნარებს დაბალი pH აქვთ, ხოლო ძირეულ ფუძე ხსნარებს მაღალი pH. ოთახის ტემპერატურაზე (25 °C) სუფთა წყალს 7 pH აქვს და არც მჟავა და არც ფუძე ბუნებას ავლენს.
pH სკალა ლოგარითმული სკალაა და ხსნარში წყალბადის იონების მოლური კონცენტრაციის ათ ლოგარითმს მოიცავს. უფრო ზუსტად pH არის წყალბადის იონის თერმოდინამიკური აქტიურობის ათლოგარითმიანი ნეგატივი.25 °C ტემპერატურაზე ხსნარებს, რომელთა მაჩვენებელიც pH სკალაზე 7-ზე ნაკლებია მჟავა ბუნება აქვთ, ხოლო ხსნარებს, რომელთა მაჩვენებელიც 7-ზე მეტია, ფუძე ბუნება აქვთ. pH სკალის ნეიტრალური მაჩვენებელი ტემპერატურაზე დამოკიდებული და ტემპერატურის მატებასთან ერთად 7-ზე დაბლა იწევს. pH სკალის მაჩვენებელი შესაძლოა 0-ზე დაბალიც იყოს ძალიან ძლიერი მჟავებისთვის ან 14-ზე მაღალი — ძალიან ძლიერი ფუძეებისთვის.[1]