ჯიჯღი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიჯღი, წრიპა ან ქვიშის შაშვი (ლათ. Turdus philomelos) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, სპორადულად — ციმბირში, მცირე აზიაში, ირანში. ჯიჯღი ბინადრობს საქართველოშიც. ცხოვრობს ტყეში, ბუდობს ხეზე. აპრილში დებს 4–8 მუქ დაწინწკლულ კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 12 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებითა და სხვა უხერხემლოებით, მცენარეთა კენკრით და მათი თესლებით. ფრინველების უმეტესი ნაწილი სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში იზამთრებს. ამის გარდა, ჯიჯღი შემჩნეულია ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
სწრაფი ფაქტები ჯიჯღი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჯიჯღი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Turdus philomelos | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22708822 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გვხვდება ყოველთვის გვხვდება ზაფხულში გვხვდება ზამთარში | |||||||||||||||
|
დახურვა