ჯეფერსონ დეივისი
ამერიკელი პოლიტიკოსი, კონფედერაციული შტატებისპირველი პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფერსონ დეივისი (ინგლ. Jefferson Finis Davis; დ. 3 ივლისი, 1808 — გ 6 დეკემბერი, 1889) — ამერიკელი მეომარი, პოლიტიკური მოღვაწე, ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი 1861 წლიდან 1865 წლამდე, აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. დეივისი როგორც ამერიკის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი, განაგებდა კონფედერაციის ომის გეგმებს მაგრამ მან ვერ შეძლო ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შეაჩერებდა ბევრად უფრო ძლიერ კავშირს. მისმა დიპლომატიურმა გეგმებმა კრახი განიცადა, რადგან არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია ამერიკის კონფედერაციული შტატები. ჯეფერსონი ნაკლებ ყურადღება აქცევდა ეკონომიკას, ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ფულს ბეჭდავდა ომის ხარჯების გადასაფარად, რაც ფულის იმფლაციაზე ცუდად აისახა.
ჯეფერსონ დეივისი | |
---|---|
Jefferson Davis | |
ჯეფერსონ ფინის დეივისი | |
კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 თებერვალი 1861 |
მმართ. დასასრული: | 10 მაისი 1865 |
ვიცე-პრეზიდენტი: | ალექსანდრე სტივენსი |
წინამორბედი: | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
შეერთებული შტატების ომის მდივანი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 მარტი 1853 |
მმართ. დასასრული: | 4 მარტი 1857 |
პრეზიდენტი: | ფრანკლინ პირსი |
წინამორბედი: | ჩარლზ კონრადი |
მემკვიდრე: | ჯონ ფლოიდი |
აშშ-ის სენატორი მისისიპის შტატიდან | |
მმართ. დასაწყისი: | 4 მარტი 1857 |
მმართ. დასასრული: | 21 იანვარი 1861 |
პრეზიდენტი: |
ფრანკლინ პირსი ჯეიმზ ბიუკენენი |
წინამორბედი: | სტეფან ადამსი |
მემკვიდრე: | ადელბერტ ამეში |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო 1847 |
მმართ. დასასრული: | 23 სექტემბერი 1851 |
პრეზიდენტი: |
ჯეიმზ ნოქს პოლკი ზაქარი ტეილორი მილარდ ფილმორი |
წინამორბედი: | ჯესი სპეითი |
მემკვიდრე: | ჯონ მაკრეი |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მისისიპის დარჩენილ რაიონში | |
მმართ. დასაწყისი: | 8 დეკემბერი 1845 |
მმართ. დასასრული: | 1 ივნისი 1846 |
პრეზიდენტი: | ჯეიმზ ნოქს პოლკი |
წინამორბედი: | ტილმან ტაკერი |
მემკვიდრე: | ჰენრი ელეტი |
პარტია: | დემოკრატიული პარტია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ივნისი 1807/1808 |
დაბ. ადგილი: | ფირვიუ, კენტუკი, აშშ |
გარდ. თარიღი: | 6 დეკემბერი 1889 (81/82 წ.) |
გარდ. ადგილი: | აო, ლუიზიანა, აშშ |
მეუღლე: |
სარა ნოქს ტეილორი (1835-1835) ვარინა ბენკს ჰოუელი (1845-1889) |
შვილები: | 4 ბიჭი, 2 გოგო |
მამა: | სამუელ დეივისი |
დედა: | ჯეინ კუკ დეივისი |
რელიგია: | ეპისკოპური ეკლესია |
ხელმოწერა: | |
სამხედრო კარიერა | |
ეროვნება: | ამერიკელი |
კუთვნილება: |
შეერთებული შტატები მისისიპის რესპუბლიკა კონფედერაც. შტატები |
ჯარის სახეობა: |
აშშ-ის არმია კონფედერაციული შტატების არმია |
მოღვაწეობა: |
1825–1835 (აშშ) 1846–1847 (აშშ) 1861 (მილიცია) |
წოდება: |
1-ლი ლეიტენანტი პოლკოვნიკი გენერალ-მაიორი |
ნაწილი: | დრაკონების 1-ლი პოლკი |
მეთაურობდა: |
ქვეითთა 1-ლი პოლკი მისისიპის მსროლელები მისისიპის მილიცია |
ბრძოლები/ომები: |
შავი ქორის ომი ამერიკა-მექსიკის ომი აშშ-ის სამოქალაქო ომი |
ჯეფერსონი დაიბადა კენტუკიში და გაიზარდა მისისიპისა და ლუიზიანას პლანტაციებში. მისი ძმის ჯოზეფის ხელშეწყობით ჯეფერსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. ამის შემდეგ იგი ექვსი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში ლეიტენანტის წოდებით. ჯეფერსონი იბრძოდა ამერიკა-მექსიკის ომში როგორც მოხალისეთა პოლკის პოლკოვნიკი. 1853-1857 წლებში იყო აშშ-ის ომის მდივანი პრეზიდენტ ფრანკლინ პირსის დროს, ასევე იყო აშშ-ს სენატორი მისისიპის შტატიდან. მისი პლანტაცია მისისიპიში მთლიანად დამოკიდებული იყო მონათა შრომაზე, როგორ სამხრეთის პლანტაციების უმეტესობა. სენატში ის კარგად იყო ცნობილი, როგორც მონობის მომხმრე. როგორც სენატორი, ეწინააღმდეგებოდა გაყოფას, მაგრამ ის თანახმა იყო რომ ყველა შტატი იყო სუვერენული და გააჩნდა სრული უფლება დაეტოვებინა კავშირი. ჯეფერსონის პირველი მეუღლე სარა ნოქს ტეილორი ქორწინებიდან სამ თვეში მალარიისგან გარდაიცვალა, თავად ჯეფერსონიც ამ დაავადებისაგან სიკვდილის ზღვარზე იყო, მაგრამ გადარჩა. თუმცა ამის გამო ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან ავადმყოფობაში გაატარა. ჯეფერსონს მეორე ცოლისგან ექვსი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ ორი მათგანი გადარჩა.
ისტორიკოსები კონფედერაციული შტატების უმეტეს სისუსტეებს სწორედ ჯეფერსონ დეივისს აწერენ.[1] ის ფავორიტად ძველ მეგობრებს მიიჩნევდა, ყურადღებას არ აქცევდა იმ ადამიანებს რომლებიც ეწინააღმდეგებოდა და ხალხსაც იშვიათად მიმართავდა. დეივისი ნაკლებ ყურადღებას იჩენდა სამოქალაქო საკითხებში და ბევრად უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა სამხედრო საკითხებს. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ კავშირის ხელმძღვანელი და მეთაური აბრაამ ლინკოლნი ბევრად უფრო ეფექტიანი ლიდერი იყო ვიდრე ჯეფერსონ დეივისი.
1865 წელს ჯეფერსონი შეიპყრეს, მას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, თუმცა ორი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ჯეფერსონმა დაწერა მემუარი კონფედერაციული მთავრობის აღზევება და დაცემა, რომელიც ჯეფერსონმა 1881 წელს დაასრულა. 1880-იანი წლების ბოლოსთვის ჯეფერსონმა კავშირისა და კონფედერაციის წევრების შერიგების ხელშეწყობა დაიწყო, ის სამხრეთელებს ეუბნებოდა, რომ ისინი კავშირის ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ. ჯეფერსონის ეს ქმედება ყოფილმა კონფედერატებმა სამხრეთელი პატრიოტის საქციელად მიიჩნიეს და ჯეფერსონი უფრო მეტად დააფასეს, ამის შემდეგ ჯეფერსონ დეივისი ახალი სამხრეთის გმირი გახდა.