წაბლი
From Wikipedia, the free encyclopedia
წაბლი (ლათ. Castanea) — ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. სახელწოდება ვრცელდება ასევე წაბლის ნაყოფზე, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს.[1][2][3] უმთავრესად გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა:[4] ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი.
წაბლი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წაბლი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Castanea | ||||||||||||||
|
გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონი). ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა 0.3 °C, ზაფხულის 18-22 °C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.
კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯისა და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.