ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმ. Eidgenössische Technische Hochschule Zürich; ფრანგ. École polytechnique fédérale de Zurich; იტალ. Politecnico federale di Zurigo) — უნივერსიტეტი ქალაქ ციურიხში (შვეიცარია). ჩვეულებრივ, ამ უნივერსოტეტს მოიხსენიებენ მისი გერმანული აბრევიატურით — ETH (გამოითქმის „ე-ტე-ჰა“). დაფუძნდა 1854 წელს შვეიცარიის ფედარალური საბჭოს მიერ. ორიენტირებულია ისეთ დისციპლინებზე როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა.[12]
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ETH Zürich) | |
---|---|
დაფუძნდა | 1855 |
ტიპი | სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი |
რექტორი | Günther Dissertori |
თავმჯდომარე | Joël Mesot |
პრეზიდენტი | პატრიკ აიბიშერი |
სტუდენტი | 19 233[1] და 23 420[2] |
მდებარეობა | ციურიხი |
ქალაქი | ციურიხი |
ქვეყანა | შვეიცარია |
კავშირები | ORCID[3] [4] , International Alliance of Research Universities, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , Informationsdienst Wissenschaft[6] , Conference of European Schools for Advanced Engineering Education and Research, arXiv[7] , LUMI consortium, swissuniversities[8] , DataCite[9] , Open Education Global[10] და Coalition for Advancing Research Assessment[11] |
https://www.ethz.ch/ |
2020 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში, ETH მოხვდა მეექვსე ადგილზე, ხოლო ევროპულ უნივერსიტეტებს შორის დაიკავა მეორე ადგილი.[13] 2019 წელს ETH-ს ეკავა მესამე ადგილი საინჟინრო დისციპლინებში (პირველი ადგილი ევროპაში), ხოლო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში — პირველი ადგილი.[14][15]
2019 წლის ნოემბრის მონაცემებით ამ უნივერსიტეტთან აფილირებულია 21 ნობელიანტი, 2 ფილდსის მედლით დაჯილდოებული, 2 პრიცკერის პრემიის ლაურეატი და 1 ტიურინგის ჯილდოს მფლობელი.[16] მათ შორისაა ისეთი გამოჩენილი მეცნიერები როგორიცაა ალბერტ აინშტაინი, ვილჰელმ რენტგენი, და ერვინ შრედინგერი.