ჩვეულებრივი შოშია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩვეულებრივი შოშია,[1] შოშია,[2][3][4] შროშანი[4][5] (ლათ. Sturnus vulgaris) — მგალობელი ფრინველი შოშიასებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მნიშვნელოვან ნაწილში, ინტროდუცირებულია სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში მობინადრე ფრინველია, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრებნი კი მიგრაციებს ასრულებენ და სამხრეთისაკენ ინაცვლებენ. გარეგნულად (ზომები, ყვითელი ნისკარტი და მუქი შეფერილობა) ძლიერ წააგავს შავ შაშვს, მაგრამ მისგან განსხვავებით მიწაზე გადაადგილებისას დადის და არ ხტუნავს.
სწრაფი ფაქტები ჩვეულებრივი შოშია, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჩვეულებრივი შოშია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Sturnus vulgaris (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22710886 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის არეალი
მთელი წლის განმავლობაში
მიგრაცია
ინტროდუქცია — ბუდობის არეალი
ინტროდუქცია — მთელი წლის განმავლობაში | |||||||||||||||
|
დახურვა