ჩარლზ უილქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლზ უილქსი (ინგლ. Charles Wilkes; დ. 3 აპრილი, 1798, ნიუ-იორკი — გ. 8 თებერვალი, 1877, ვაშინგტონი) — ამერიკელი საზღვაო ოფიცერი, წყნარი ოკეანისა და ანტარქტიდის მკვლევარი, ადმირალი (1866 წლიდან). 1818 წელს გადრემარინად დაიწყო სამსახური ფლოტში, 1826 წლიდან ლეიტენანტად. 1830 წლიდან იყო ინსტრუმენტებისა და რუკების საცავის გამგე. 1838–1842 წლებში მეთაურობდა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილსა და ანტარქტიკაში 6 გემით განხორციელებულ კვლევით და ტოპოგრაფიულ ექსპედიციას, რომლის დროსაც აღიწერა პოლინეზიის 260-მდე კუნძული, მ.შ. მანამდე უცნობი 3 კუნძული ფენიქსისა და ტოკელაუს არქიპელაგებში. 1840 წელს სამხრეთის მაგნიტური პოლუსის ძიებაში გაიარა ანტარქტიდის პაკური ყინულის საფარი აღმოსავლეთი გრძედის 150°-დან 90°-მდე და რუკაზე დაიტანა კონტინენტის სანაპიროს ნაწილი. 1841 წელს ექსპედიციამ გამოიკვლია მდინარე კოლუმბიის აუზის ნაწილი, ხოლო 1842 წლის ივნისში ჩავიდა ნიუ-იორკში. 1844–1861 წლებში ჩარლზ უილქსმა და მისმა თანამგზავრებმა გამოსცეს 19-ტომიანი ანგარიში ექსპედიციის შედეგების შესახებ; ავტორია ტომებისა: „თხრობა“ (1844), „მეტეოროლოგია“ (1851), „ჰიდროგეოგრაფია“ (1861). მონაწილეობდა 1861–1865 წლების აშშ-ის სამოქალაქო ომში. მის პატივსაცემად ანტარქტიდის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ნაწილს უილქსის მიწა ჰქვია.[12]
ჩარლზ უილქსი | |
---|---|
ინგლ. Charles Wilkes | |
დაბ. თარიღი | 3 აპრილი, 1798(1798-04-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი |
გარდ. თარიღი | 8 თებერვალი, 1877(1877-02-08)[1] [2] [3] [4] [7] [6] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | ვაშინგტონი |
დასაფლავებულია | არლინგტონის ეროვნული სასაფლაო |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მკვლევარი, საზღვაო ოფიცერი, გეოგრაფი, ოკენოგრაფი, ბოტანიკოსი და მწერალი[8] |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
მამა | ჯონ უილქსი |
დედა | Mary Magdalene Wilkes[9] |
ჯილდოები | მფარველის მედალი[10] [11] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
ხელმოწერა | |