ფრენსის ბრეტ ჰარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენსის ბრეტ ჰარტი (ინგლ. Francis Bret Harte; დ. 25 აგვისტო, 1836, ოლბანი — გ. 5 მაისი, 1902, ლონდონი) — ამერიკელი მწერალი. სახელი მოუხვეჭა „კალიფორნიულმა მოთხრობებმა“ (1856-1871). ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში უმთავრესად შევიდა როგორც ნოველისტი. მისი თემატურად მრავალფეროვანი ნოველებისათვის დამახასიათებელია რომანტიკული ეფექტები, ავანტიურული თხრობა, სენტიმენტალიზმი, რეალისტური ხედვა. თუმცა იგი არ ესწრაფვის ფართო სოციალურ განზოგადებას, მაინც აშკარად ჩანს ბურჟუაზიული მორალის მიუღებლობა, ჰუმანური მორალის დამკვიდრების ცდა („ღრიალი ბანაკის იღბალი“, 1870; „როგორ მოვიდა სანტა კლაუსი სიმფსონის ბარში“, 1872 და სხვა). დიდი წარმატება ხვდა წილად მისი მოთხრობების კრებულს „არგონავტების თქმულებები“ (1875). ჰარტს ეკუთვნის აგრეთვე რომანები „გაბრიელ კონროი“ (1876), „კლარენსი“ (1895), ნარკვევები, პაროდიები და სხვა.
ფრენსის ბრეტ ჰარტი | |
---|---|
ინგლ. Francis Bret Harte | |
დაბადების თარიღი | 25 აგვისტო, 1836(1836-08-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ოლბანი[9] [10] [1] |
გარდაცვალების თარიღი | 5 მაისი, 1902(1902-05-05)[1] [4] [8] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[1] |
საქმიანობა | მწერალი[9] [7] [11] [1] , პოეტი[9] , ჟურნალისტი[7] , დამკაბადონებელი, დრამატურგი და პროზაიკოსი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[1] |
Magnum opus | The Luck of Roaring Camp, The Outcasts of Poker Flat, Tennessee's Partner, The Idyl of Red Gulch და What the Chimney Sang |
ხელმოწერა | |