ფიტოფაგია
ცხოველთა კვება მცენარეული საკვებით / From Wikipedia, the free encyclopedia
ფიტოფაგია (ბერძ. φῠτόν — „მცენარე“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა სპეციალიზებული კვება მხოლოდ მცენარეებით. ფიტოფაგი არის მრავალი მწერი, რომელთა შორის პოლი- და ოლიგოფაგებთან ერთად მრავალი მონოფაგიცაა. მცენარისმჭამელი ხერხემლიანებიდან ბევრი (მაგ., მღრღნელები, მარცვლებით მკვებავი ფრინველები) იკვებება ცხოველური საკვებითაც, უმთავრესად უხერხემლოებით (შეადარე ნეკროფაგია).