ოლიგოფაგია
ცხოველთა კვება რამდენიმე სახეობის საკვებით / From Wikipedia, the free encyclopedia
ოლიგოფაგია (ბერძ. ολιγος — „მცირე“, „მცირეოდენი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა კვების რეჟიმი, როდესაც ისინი მხოლოდ რამდენიმე სახეობის საკვებს ჭამენ. ოლიგოფაგებს განეკუთვნება მრავალი ფეხსახსრიანი, რიგი ჭიაყელები, მოლუსკები, თევზები, ფრინველები (მწერიჭამიები, მარცვლეულჭამიები, ნაყოფჭამიები, მტაცებლები — თევზიჭამიები, ორნითოფაგები), ძუძუმწოვრები (ბალახიჭამიები, ნაყოფჭამიები და სხვ.). მცენარეჭამია მწერებს შორის ოლიგოფაგების ტიპური მაგალითებია თეთრულების სახეობები, რომლებიც გარკვეული ოჯახების — კომბოსტოსებრთა, პარკოსანთა და სხვათა — მცენარეებზე ვითარდებიან. ოლიგოფაგები განსაკუთრებით გავრცელებული არიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც სახეობებს შორის ძლიერი კონკურენციაა საკვებზე. გამოყოფენ კვებაში სპეციალიზაციის უკიდურეს ფორმას — მონოფაგიას.[1]