უოლისი და ფუტუნა
From Wikipedia, the free encyclopedia
უოლისი და ფუტუნა (ფრანგ. Territoire des îles Wallis-et-Futuna) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანების კუნძულები სამხრეთ წყნარ ოკეანეში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ტუვალუს, აღმოსავლეთით სამოას, სამხრეთ-აღმოსავლეთით ტონგას, ხოლო სამხრეთით ფიჯის ტერიტორიულ წყლებს. ტერიტორიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა — დაახლოებით 266 000 კმ²-ია. უოლისი და ფუტუნა მოიცავს სამ დიდ (უვეა, ფუტუნა, ალოფი) და 22 მცირე კუნძულს. დასახლებულია მხოლოდ უვეა და ფუტუნა. ამ ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 274 კმ²-ს, აქ ცხოვრობს 12 197 ადამიანი[1] (2013 აღწერით, მათში შედის კუნძულების დროებითი მოსახლეობა). უოლისი და ფუტუნას ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მატა-უტუ.
სწრაფი ფაქტები უოლისი და ფუტუნაფრანგ. Territoire des îles Wallis-et-Futunaუოლისი და ფუტუნა, ოფიციალური ენა ...
უოლისი და ფუტუნა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: მარსელიეზა |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მატა-უტუ 13°18′ ს. გ. 176°12′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ფრანგული | |||||
მთავრობა | საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება | |||||
- | საფრანგეთის პრეზიდენტი | ემანუელ მაკრონი | ||||
- | უმაღლესი კომისარი | მიშელ ობუენი 2013 წლიდან | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 274 კმ2 (211-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 12 197 (220-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 44,51 კაცი/კმ2 (125) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $188 მილიონი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $12 640 | ||||
აგი | 0.000 | |||||
ვალუტა | საფრანგეთის წყნაროკეანული ფრანკი (XPF ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+12:00 | |||||
Internet TLD | .wf | |||||
სატელეფონო კოდი | 681 |
დახურვა