უელსი
From Wikipedia, the free encyclopedia
უელსი (ინგლ. Wales [ˈweɪlz], უელს. Cymru [ˈkəm.rɨ]) — გაერთიანებული სამეფოს ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.
- ფართობი — 20,8 ათასი კვ.კმ.
- მოსახლეობა — 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.
- დიდი ქალაქები — კარდიფი, სუონსი, ნიუპორტი.
- ენები — ინგლისური და უელსური (18,7 %).
სწრაფი ფაქტები უელსიWales / Cymruუელსი, ოფიციალური ენა ...
უელსი Wales / Cymru უელსი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: ეროვნული დევიზი: „Cymru am byth“ ვალ: „უელსი სამუდამოდ“ |
||||||
ჰიმნი: |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | კარდიფი | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური და ვალიური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია | |||||
- | მონარქი | ჩარლზ III | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ლიზ ტრასი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 20,8 ათასი კვ.კმ. კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | შეფასებით | 2,9 მლნ | ||||
ვალუტა | ფუნტი სტერლინგი (GBP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC 0 |
დახურვა
ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული იყო კიმრების კელტური ტომით. ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა. 1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები „უელსის პრინცის“ ტიტულს ატარებენ.