ტერა-ნოვას ექსპედიცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერა-ნოვას ექსპედიცია, იგივე 1910—1913 წლების ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია (ინგლ. British Antarctic Expedition 1910—1913) — რობერტ სკოტის მიერ ბარკ „ტერა-ნოვაზე“ წარმოებული მეორე ექსპედიცია, რომლის მთავარი მიზანი იყო, სამხრეთ პოლუსზე მიეღწია პირველს და ამ წარმატების პატივი წილად ბრიტანეთის იმპერიას ხვდომოდა.[2] თავიდანვე ექსპედიცია ჩათრეული აღმოჩნდა პოლარულ რბოლაში კონკურენტ რუალ ამუნდსენის გუნდთან. სკოტმა ოთხ მეგზურთან ერთად მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1912 წლის 17 იანვარს, ამუნდსენის შემდეგ 33 დღეში. სკოტი და მისი ამხანაგები დაიღუპნენ უკან დაბრუნებისას, მას შემდეგ, რაც ანტარქტიკაზე 144 დღე დაჰყვეს. ექსპედიციის დაღუპვიდან 8 თვის შემდეგ აღმოჩენილმა დღიურებმა სკოტი „არქეტიპური ბრიტანელი გმირი“ გახადა (როლანდ ჰანტფორდის თქმით), მისმა დიდებამ გადაფარა დიდება რუალ ამუნდსენისა, რომელმაც პირველმა მიაღწია პოლუსს.[3] სკოტის ექსპედიციის გამოცდილებამ მხოლოდ XX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში მიიპყრო ყურადღება მკვლევრებისა, რომლებმაც მრავალი კრიტიკული კომენტარი გააკეთეს ლიდერის პირადი თვისებებისა და ექსპედიციის აღჭურვილობის შესახებ. დისკუსიები დღემდე გრძელდება.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ტერა-ნოვას ექსპედიცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ტერა-ნოვას ექსპედიცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ბრიტანეთის ანტარქტიკული ექსპედიცია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საექსპედიციო ხომალდი — ბარკი „ტერა-ნოვა“ | |||||||||||
| |||||||||||
შემადგენლობა | |||||||||||
65 ადამიანი, ორი დასაზამთრებელი რაზმისა და ხომალდის ეკიპაჟის ჩათვლით | |||||||||||
მარშრუტი | |||||||||||
კონკურენტი ექსპედიციების გზა ანტარქტიდაში: სკოტისა (მწვანე) და ამუნდსენის (წითელი) მარშრუტები | |||||||||||
მიღწევები | |||||||||||
| |||||||||||
აღმოჩენები | |||||||||||
| |||||||||||
დანაკარგები | |||||||||||
|