სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ინგლ. Southeast Asia Treaty Organization — SEATO) — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექტიური უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, იგივე მანილის პაქტის მიხედვით 1954 წლის 8 სექტემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. ფორმალური ინსტიტუტები დაარსდა 1955 წლის 19 თებერვალს პარტნიორების შეხვედრაზე ბანგკოკში. ორგანიზაციის შტაბ-ბინაც მდებარეობდა ბანგკოკში. SEATO-ს წევრი გახდა რვა სახელმწიფო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია Southeast Asia Treaty Organization | |
---|---|
აბრევიატურა | SEATO |
შეიქმნა | 8 სექტემბერი, 1954 |
გაუქმდა | 30 ივნისი, 1977 |
ტიპი | სამხერდო ალიანსი |
ემსახურება რეგიონს | სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია |
წევრები |
პარტნიორი ქვეყნები 2 ქვეყანა |
ქვეყანა | ტაილანდი |
ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აზიაში კომუნისტების წინსვლის შესაჩერებლად. როგორც წესი, სეატოს შექმნა ითვლება წარუმატებელ პროექტად, თუმცა მის მიერ დაფინანსებულმა კულტურულმა და საგანმანათლებლო პროგრამებმა ხანგრძლივი კვალი დატოვეს. SEATO დაიშალა 1977 წლის 30 ივლისს, მას შემდეგ რაც წევრების უმეტესობამ დატოვეს ორგანიზაციის რიგები.