რალფ ბანჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
რალფ ჯონსონ ბანჩი (ინგლ. Ralph Johnson Bunche, დ. 7 აგვისტო 1904 — გ. 9 დეკემბერი 1971) — ამერიკელი დიპლომატი და ადამიანის უფლებათადამცველი. 1950 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია 1940-იან წლებში ისრაელთან შუამავლობისათვის. პირველი აფროამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი. იგი მონაწილეობდა გაეროს ფორმირებისა და ადმინისტრირების საქმეში და დიდ როლს ასრულებდა გაეროს მიერ დაფინანსებული მრავალრიცხოვანი სამშვიდობო ოპერაციების დროს. 1963 წელს მას პრეზიდენტმა ჯონ კენედმა მიანიჭა თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[16].
რალფ ბანჩი | |
---|---|
ინგლ. Ralph Bunche | |
დაბადების თარიღი | 7 აგვისტო, 1904(1904-08-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | დეტროიტი[9] |
გარდაცვალების თარიღი | 9 დეკემბერი, 1971(1971-12-09)[10] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჰარვარდის უნივერსიტეტი[11] , კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი[11] და Jefferson High School |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[12] |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[13] [14] , სპინგარნის მედალი[15] და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი |
1948 წელს გახდა შუამავლის მოვალეობის შემსრულებელი ახლო აღმოსავლეთში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელსა და ეგვიპტეს შორის. მან განაგრძო მოღვაწეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მუშაობდა სინაის (1956), კონგოს (1960), იემენის (1963), კვიპროსის (1964) და ბაჰრეინის (1970) კრიზისებზე. 1965 წელს ზედამხედველობას უწევდა ცეცხლის შეწყვეტის პროცესს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის შემდეგ.