აფრო-ამერიკელები
From Wikipedia, the free encyclopedia
აფროამერიკელები — ამერიკის მაცხოვრებლები, რომლებიც ნეგროიდული რასის აფრიკელების სრული ან ნაწილობრივი მემკვიდრეები არიან. ეს ტერმინი პილიტკორექტულობის შედეგია — მათ ადრე შავკანიანებს უწოდებდნენ. როგორც წესი ტერმინი „აფროამერიკელი“ მოიცავს XVII-XIX საუკენეებში ამერიკაში შეყვანილი აფრიკელი მონების შთამომავლებს, რომელთა რამდენიმე თაობა უკვე ამერიკის კონტინენტზე სახლობს ბრიტანეთის მთავრობამ 1519 წელს პირველად შეიყვანა აფრიკელი ტყვეები ვირჯინიის შტატში. 1860 წელს — მონობის გაუქმების წელს კი ამერიკის 15 შტატის 12 მილიონიანი მოსახლეობიდან 4 მილიონი მონა იყო. დღეს აშშ-ში 42 მილიონამდე აფრო-ამერიკელი ცხოვრობს ( .შ. მულატი). აშშ-ში შეყვანილი მონები აფრიკის სხვადასხვა ეთნოსს განეკუთვნებოდნენ. წლების განმავლობაში ხდებოდა სხვადასხვა კულტურის შერწყმა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩამოაყალიბა აფრო-ამერიკელთა ერთიანი კულტურა, რელიგია და ენა. აფრო-ამერიკული კულტურა ამერიკული რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამერიკელი შავკანიანების შექმნილი მუსიკალური სტილი — სპირიჩუელსი, ბლუზი, ჯაზი — კანის ფერის მიუხედავად ყველა ამერიკელმა გაითავისა. [1]
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აფრო-ამერიკელები}} |