ჟენევის კონფერენცია (1954)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟენევის კონფერენცია იყო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მრავალმა ერმა და მიმდინარეობდა ჟენევა, შვეიცარიაში, 1954 წლის 26 აპრილიდან 20 ივლისამდე. [1] იგი მიზნად ისახავდა კორეის ომისა და პირველი ინდოჩინეთის ომის შედეგად წარმოქმნილი საკითხების მოგვარებას. [2] კორეის საკითხზე კონფერენციის ნაწილი დასრულდა ყოველგვარი დეკლარაციების ან წინადადებების მიღების გარეშე, ამიტომ ზოგადად ნაკლებ აქტუალურად განიხილება. ჟენევის შეთანხმება, რომელიც ეხებოდა საფრანგეთის ინდოჩინეთის დემონტაჟს, ჩანდა, რომ მას ექნებოდა გრძელვადიანი შედეგები. საფრანგეთის იმპერიის დაშლამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხელი შეუწყო ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ ვიეტნამი), ვიეტნამის სახელმწიფოს (სამომავლოდ — ვიეტნამის რესპუბლიკა ანუ სამხრეთი ვიეტნამი), კამბოჯისა და ლაოსის სამეფოების საბოლოო სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას.
დიპლომატები სამხრეთ კორეიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან (PRC), საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან (სსრკ) და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (აშშ) განიხილავდნენ კორეის მხარის საკითხებს კონფერენციაზე. ინდოჩინეთის მხარისათვის შეთანხმების მიღწევაზე მუშაობდა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ საფრანგეთი, ვიეტ მინის კოალიცია, სსრკ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ამერიკის სეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და მომავალში სახელმწიფოები, რომლებიც ემზადებოდნენ ფრანგული ინდოჩინეთისგან გამოყოფას. [3] ხელშეკრულებით, ვიეტნამი დროებით გაიყო ორ ზონად, ჩრდილოეთ ზონად, რომელისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა ვიეტ მინის აჯანყებულებს, და სამხრეთ ზონად, რომელიც უნდა ემართა ვიეტნამის სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი იმპერატორი ბაო-დაი . კონფერენციის საბოლოო დეკლარაცია გამოისცა ბრიტანელმა თავმჯდომარემ, იმ პირობით, რომ ჩატარდებოდა საყოველთაო არჩევნები 1956 წლის ივნისამდე ერთიანი ვიეტნამის სახელმწიფოს შესაქმნელად. ხელშეკრულებების შექმნაში დახმარების მიუხედავად, ხელი არ მოწერილა არც ვიეტნამის და არც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. გარდა ამისა, კონფერენციაზე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის სამ ცალკეულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა კამბოჯას, ლაოსს და ვიეტნამს.