ნეტი სტივენსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეტი მარია სტივენსი (ინგლ. Nettie Maria Stevens; დ. 7 ივლისი, 1861 — გ. 4 მაისი, 1912) — ამერიკელი გენეტიკოსი, რომელმაც 1906 წელს აღმოაჩინა, რომ მამრი ხოჭოები წარმოქმნიან ორი სახის სპერმას: ერთს დიდი ქრომოსომით, ხოლო მეორეს მცირე ქრომოსომით. როდესაც დიდი ქრომოსომის შემცველი სპერმა ანაყოფიერებდა კვერცხუჯრედს, წარმოქნილი ნაყოფი იყო მდედრი, ხოლო მცირე ქრომოსომის შემცველი სპერმის მიერ განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან წარმოშობილი ნაყოფი კი იყო მამრი. ეს ქცევა შეინიშნებოდა სხვა ცხოველებშიც, ასევე ადამიანებშიც და ცნობილი გახდა, როგორც სქესის განსაზღვრის XY სისტემა..[7][8][9]
სწრაფი ფაქტები ნეტი სტივენსი, დაბ. თარიღი ...
ნეტი სტივენსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 ივლისი, 1861(1861-07-07)[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | კავენდიში[4] |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 1912(1912-05-04)[1] [2] [3] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ბალტიმორი[4] |
დასაფლავებულია | Fairview Cemetery |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ბიოლოგი, გენეტიკოსი, ზოოლოგი და ბიბლიოთეკარი |
ალმა-მატერი | უესტფილდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი[4] , ბრინ მორის კოლეჯი[4] და Westford Academy |
განთქმული მოსწავლეები | ელის მიდლტონ ბორინგი |
დედა | Julia Maria Stevens[5] |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[6] |
გავლენა მოახდინეს | |
დახურვა