მოსკოვი
რუსეთის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) — რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის ცენტრი[6], რომლის შემადგენლობაშიც არ შედის. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის რუსეთის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრისათვის — 11 612 943[7] კაცი; ახალ საზღვრებში — 2012 წლის 1 სექტემბრისათვის 11 911 100 კაცი[8]), მთლიანად ევროპაში მდებარე ქალაქებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, შედის მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქების პირველ ათეულში[9]. მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის ცენტრი[10].
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მოსკოვი Москва́ | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | მოსკოვიმოსკოვი | ||||
შიდა დაყოფა | 12 ადმინისტრაციული ოლქი (125 რაიონი, 2 საქალაქო ოლქი, 19 დასახლება) | ||||
კოორდინატები | 55°45′20″ ჩ. გ. 37°37′03″ ა. გ. | ||||
მერი | სერგეი სობიანინი[1] | ||||
დაარსდა | უცნობი[2] | ||||
პირველი ხსენება | 1147 | ||||
ფართობი | 2511[3] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 118—255 მ | ||||
ოფიციალური ენა | რუსული | ||||
მოსახლეობა | 12 678 079 კაცი (2020) | ||||
აგლომერაცია | 15 512 000 კაცი[4] | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები (91,65 %), უკრაინელები (1,42 %), თათრები (1,38 %), სომხები (1,28 %), აზერბაიჯანელები (0,53 %), ებრაელები (0,49 %), ბელარუსები (0,36 %), ქართველები (0,36 %) [5] | ||||
ეთნოქორონიმი | მოსკოველი | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | 495, 496, 498, 499 | ||||
საფოსტო ინდექსი | 101000 — 135999 | ||||
საავტომობილო კოდი | 77, 97, 99, 177, 197, 199, 777 და 799 | ||||
ოფიციალური საიტი | mos.ru | ||||
მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსეთის სამეფოს, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიული დედაქალაქი. გმირი ქალაქი. მოსკოვში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოები (საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უცხოური სახელმწიფოების საელჩოები, დიდი რუსული კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების უმეტესობის შტაბ-ბინები. ჟურნალი Foreign Policy 2010 წელს მოსკოვს ასახელებს 25-ე ადგილზე[11] გლობალურ ქალაქებს შორის, რომელთაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში[12].
მდებარეობს მდინარე მოსკოვზე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. მოსკოვი, როგორც ფედერაციის სუბიექტი ესაზღვრება მოსკოვისა და კალუგის ოლქებს.
მოსკოვი — მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[13]. ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. ქალაქს ემსახურება 5 აეროპორტი, 9 სარკინიგზო სადგური, 3 საზღვაო პორტი (გააჩნია სამდინარო კავშირები ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების აუზის ზღვებთან). 1935 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს მეტროპოლიტენი.