კოსმოსური ტელესკოპების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
კოსმოსურ ტელესკოპთა სია შეიძლება დაჯგუფდეს სიხშირეთა ძირითადი დიაპაზონების მიხედვით: გამა-გამოსხივება, რენტგენული, ულტრაიისფერი, ხილული, ინფრაწითლი, მიკროტალღური და რადიო. მრავალ სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპები ყველა შესაბამის სექციაშია შეტანილი. სიაში ასევე შეტანილია კოსმოსური ტელესკოპები, რომლებიც ნაწილაკებს აგროვებენ, მაგალითად, კოსმოსური სხივების ბირთვებს ან ელექტრონებს; ასევე მოცელულია ინსტრუმენტები, რომლებიც გრავიტაციულ ტალღებს აგროვებენ. სიაში შეტანილი არ არის მისიები მზის სისტემაში მდებარე სპეციფიკური სამიზნეებით (მაგალითად, მზე და მისი პლანეტები).
დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ტელესკოპებისთვის მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლე ზედაპირიდან, კილომეტრებშია მოცემული. მზის გარშემო მოძრავ ტელესკოპთათვის კი, მინიმალური და მაქსიმალური მანძილი ტელესკოპსა და მზის მასის ცენტრს შორის მოცემულია ასტრონომიულ ერთეულებში (AU).
ლეგენდა |
---|
აქტიური ტელესკოპები |
გაუქმებული ტელესკოპები |