კატალინა არაგონელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კატალინა არაგონელი (ესპ. Catalina de Aragon; ინგლ. Catherine of Aragon; დ. 16 დეკემბერი, 1485 — გ. 7 იანვარი, 1536) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის დედოფალი 1509-1533 წლებში როგორც ჰენრი VIII-ის პირველი ცოლი. მანამდე იყო უელსის პრინცესა როგორც არტურ ტიუდორის მეუღლე.
კატალინა არაგონელი | |
---|---|
Catalina de Aragon | |
ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი | |
კორონაცია: | 24 ივნისი 1509 |
მმართ. დასაწყისი: | 11 ივნისი 1509 |
მმართ. დასასრული: | 25 მაისი 1533 |
წინამორბედი: | ელისაბედ იორკელი |
მემკვიდრე: | ენ ბოლეინი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 დეკემბერი 1485 |
დაბ. ადგილი: | ალკალა-დე-ენარესი, კასტილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი 1536 (50 წლის) |
გარდ. ადგილი: | იმბოლტონის სასახლე, ინგლისის სამეფო |
მეუღლე: |
არტური, უელსის პრინცი (ქ. 1501- გარ. 1502) ჰენრი VIII, ინგლისის მეფე (ქ. 1509- გან. 1533) |
შვილები: | მერი I, ინგლისისა და ესპანეთის დედოფალი |
დინასტია: | ტრასტამარა |
მამა: | ფერდინანდ II, არაგონის მეფე |
დედა: | ისაბელ I, კასტილიის დედოფალი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ისაბელ კასტილიელისა და ფერდინანდ არაგონელის ქალიშვილი. კატალინა სულ სამი წლის იყო როცა არტურ ტიუდორზე დანიშნეს. 1501 წელს არტური და კატალინა დაქორწინდნენ, სულ 5 თვეში კი პრინცი არტური გარდაიცვალა. 1507 წლამდე ეკავა ელჩის პოზიცია, სწორედ კატალინა იყო ევროპის ისტორიაში პირველი ქალი ელჩი. მალევე კატალინა დაქორწინდა გარდაცვლილი მეუღლის უმცროს ძმა ჰენრი ტიუდორზე. 1509 წელს ჰენრი VIII-ის გამეფებით იგი დედოფალი გახდა. 1513 წელს ექვსი თვის მანძილზე ინგლისის რეგენტი იყო, სანამ ჰენრი საფრანგეთში იმყოფებოდა. ამ დროს ინლისელებმა მოიგეს ფლოდენის ბრძოლა, რომელშიც ინგლისელებს კატალინა მიუძღვოდა.
1525 წლიდან ჰენრიმ ენ ბოლეინის სახით სახით საყვარელი გაიჩინა. ამ დროს ჰენრი უკვე უკმაყოფილო იყო ცოლით, რადგან იგი ვაჟს ვერ აჩენდა. მას და კატალინას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ, სახელად მერი. მალე ჰენრიმ კატალინასთან გაყრა და ენზე დაქორწინება მოისურვა. ვინაიდან კატალინა იმპერატორ კარლ V-ის დეიდა იყო, რომის პაპ კლემენტ VII-ს შეეშინდა განქორწინებაზე დათანხმების. ამაზე ჰენრი განრისხდა და კათოლიკურ სამყაროს გამოეყო. მან შექმნა თავისი ანგლიკანური ეკლესია, რომლის მეთაურიც თავად გახდა. 1533 წელს ჰენრი გასცილდა კატალინას და ენ ბოლეინზე იქორწინა. სამეფო კარიდან გაძევების შემდეგ კატალინა კიმბოლტონის სასახლეში დაბინავდა. 1536 წელს კატალინა გარდაიცვალა. ინგლისელმა ხალხმა ღირსეულად გამოიგლოვა ის, როგორც მათი კანონიერი და საყვარელი დედოფალი.
კატალინამ დიდი გავლენა იქონია უამრავ მწერალსა თუ მხატვარზე. მასზე გადაღებულია არაერთი ფილმი და სერიალიც.