იუჯინ ო’ნილი
From Wikipedia, the free encyclopedia
იუჯინ ო’ნილი (ინგლ. Eugene Gladstone O'Neill; დ. 16 ოქტომბერი, 1888 — გ. 27 ნოემბერი, 1953) — ამერიკელი დრამატურგი. 1936 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში[21] და პირველი ნობელიანტი დრამატურგი გახდა.[22]
იუჯინ ო’ნილი | |
---|---|
ინგლ. Eugene Gladstone O'Neill | |
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1888(1888-10-16)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი[15] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ნოემბერი, 1953(1953-11-27)[1] [2] [3] [4] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბოსტონი[15] |
დასაფლავებულია | Forest Hills Cemetery[16] |
საქმიანობა | დრამატურგი[13] , სცენარისტი და მწერალი[15] [13] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[17] |
ალმა-მატერი | პრინსტონის უნივერსიტეტი |
Magnum opus | All God's Chillun Got Wings და Mourning Becomes Electra |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[18] [19] , ლოურენს ოლივიეს პრემია, პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის[20] , პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის[20] , პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის[20] და პულიცერის პრემია საუკეთესო დრამისთვის[20] |
მეუღლე | Agnes Boulton და Carlotta Monterey |
შვილ(ებ)ი | უნა ო'ნილი და იუჯინ ო’ნილი უმცროსი |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა | |
საიტი | eoneill.com |
ო'ნილი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი დრამატურგია, რომლის პიესებიც რეალიზმის ტექნიკითაა შექმნილი. მისი სტილი ანტონ ჩეხოვის, ჰენრიკ იბსენისა და ავგუსტ სტრინდბერგის სტილის მსგავსია. ო'ნილის პიესა „გრძელი დღის მოგზაურობა ღამისკენ“ ხშირად სახელდება XX საუკუნის საუკეთესო ამერიკული პიესების მოკლე სიაში[23].
ო’ნილი ერთ-ერთი პირველია, რომელსაც თავის პიესებში პერიფერიული საზოგადოების წარმომადგენლები გამოჰყავს. მის პერსონაჟებს, რომლებიც საკუთარი იმედებისა და მისწრაფებების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა ელით. ო’ნილის თითქმის ყველა სხვა პიესა ადამიანური პესიმიზმისა და ტრაგედიის ელემენტებს შეიცავს.