ტრაგედია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრაგედია (ბერძნ. tragodia < tragos - თხა და ode - სიმღერა; რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) — დრამატული ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით. კომედიის საპირისპირო. ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.