იტალია-საბერძნეთის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალია-საბერძნეთის ომი მიმდინარეობდა იტალიისა და საბერძნეთის სამეფოებს შორის 1940 წლის 28 ოქტომბრიდან 1941 წლის 23 აპრილამდე. 1941 წლის დასაწყისში ომში ჩართვნენ გერმანია და ბრიტანეთი.
იტალია-საბერძნეთის ომი | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
ბერძენი ჯარისკაცები, 1941 წლის მარტი | |||
თარიღი | 28 ოქტომბერი 1940 – 23 აპრილი 1941 | ||
მდებარეობა | ბალკანეთის ნახევარკუნძული | ||
შედეგი | იტალიის საბოლოო გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
იტალია-საბერძნეთის ომი ვიკისაწყობში |
1930-იანი წლების შუა პერიოდში იტალიის პრემიერ მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ დაიწყო აგრესიული საგარეო პოლიტიკა და 1939 წლის გაზაფხულზე ალბანეთის ანექსია მოახდინა. 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. იტალია ომში 1940 წლის 10 ივნისს ჩაერთო. იტალიელები შეიჭრნენ საფრანგეთში, ხოლო ამის შემდეგ დაიწყეს სამხედრო კამპანიები ბრიტანულ სომალილენდსა და ეგვიპტეში. მალევე საბერძნეთის ოკუპაციისთვის მზადებაც დაიწყო. 1930-იანი წლების ბოლოს ბერძნებმა დაიწყეს ბულგარეთის მოპირდაპირე ნაწილის, მეტახასის ხაზის აშენება და 1939 წლიდან დააჩქარეს თავდაცვითი მზადება. 1940 წლის, 28 ოქტომბერს ბენიტო მუსოლინიმ საბერძნეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ მიეცათ იტალიის ჯარისთვის საშუალება, შესულიყო საბერძნეთის ტერიტორიაზე და სტატეგიული ობიექტები (პორტები, აეროდრომები და სხვ.) დაეკავებინა. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, იოანის მეტახასმა, უარყო ულტიმატუმი (1942 წლიდან ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულია საბერძნეთსა და კვიპროსში). [1][2]
იმავე დღეს იტალიის არმია საბერძნეთში შეიჭრა. იტალიელებს მოუწიათ ბრძოლა მთიან რელიეფზე ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე ჩასაფრებულ 140 ათას კაციან ბერძნულ ჯართან. ბერძნული არმიის მოულოდნელმა ძლიერმა წინააღმდეგობამ ნოემბრის შუა რიცხვებში შეაჩერეს იტალიელების თავდასხმა საბერძნეთის ტერიტორიაზე. მათი მობილიზაციის დასრულების შემდეგ, ბერძნებმა კონტრშეტევა განახორციელეს თავიანთი არმიის დიდი ნაწილით და იტალიელები ტყვედ აიყვანეს. ფრონტი სტაბილური იყო 1941 წლის თებერვალში. მარტში იტალიელებმა წარუმატებელი საგაზაფხულო შეტევა განახორციელეს. ბერძნებს ,იტალიელებისგან განხსვავებით, ბევრად უფრო ნაკლები რესურსი გააჩნდათ. ასევე ,იტალიელებისგან განსხვავებით, მათ არ გააჩნდათ ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის როტაციის საშუალება.[3] ბერძნებმა ბრიტანეთის მატერიალური დახმარების მეშვეობით მხოლოდ ნაწილობრივ შეიმსუბუქეს ვითარება. 1941 წლის აპრილამდე ბერძნული არმია ფლობდა მძიმე საარტილერიო საბრძოლო მასალას, მაგრამ ვერ შეძლო მისი 200 000-300 000 კაციანი რეზერვის უდიდესი ნაწილის სწორად აღჭურვა და მობილიზაცია. [4]
ადოლფ ჰიტლერმა 1940 წლის დეკემბერში გადაწყვიტა, რომ კონფლიქტში ბრიტანეთის პოტენციური ჩარევა საფრთხეს უქმნიდა გერმანიის უკანა მხარეს. გერმანიის განვითარება დაჩქარდა 1941 წლის 1 მარტის შემდეგ. ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებმა საბერძნეთში ჩამოსვლა დაიწყეს მეორე დღეს. 6 აპრილს გერმანელები შეიჭრნენ ჩრდილოეთ საბერძნეთში (ოპერაცია ,,მარიტა"). საბერძნეთის ბრძოლის დროს, ჩრდილოეთ საბერძნეთში ბერძნული და ბრიტანული ძალები დამარცხდნენ. გერმანელები სწრაფად განაგრძობდნენ მოძრაობას დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. შემდგომში საბერძნეთი დაიკავეს ბულგარეთის, გერმანიისა და იტალიის ჯარებმა. იტალიაში ამ ყველაფერს 102 064 მსხვერპლი მოჰყვა; საბერძნეთში - 90 000-ზე მეტი მსხვერპლი.[5]იტალიის ფაშისტური რეჟიმის ეკონომიკური და სამხედრო ჩავარდნები მალევე გამოიკვეთა, რამაც იტალიის ფაშისტური რეჟიმის გერმანიაზე გავლენა შეამცირა.
საბოლოოდ, იტალია-საბერძნეთის ომი იტალიის გამარჯვებით დასრულდა.