ზეპ მაიერი
გერმანელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
იოზეფ დიტერ მაიერი (გერმ. Josef Dieter Maier; დ. 28 თებერვალი 1944, მეტენი, ბავარია, მესამე რაიხი) — გერმანელი ფეხბურთელი, მეკარე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ზეპ მაიერი. იცავდა „ბაიერნისა“ და გფრ-ს ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ჩემპიონი და 1976 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გფრ-ს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ითვლება გერმანიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად.[1]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოზეფ დიტერ მაიერი | ||
დაბადების თარიღი | 28 თებერვალი, 1944 (1944-02-28) (80 წლის) | ||
დაბადების ადგილი | მეტენი, ბავარია, მესამე რაიხი | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1952–1959 | ტსვ ჰაარი | ||
1959–1962 | ბაიერნი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1962–1980 | ბაიერნი | 536 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1966–1979 | გფრ | 95 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1988–2004 | გერმანია (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
1994–2008 | ბაიერნი (მეკარეთა მწვრთნელი) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა