მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970 — ჟიულ რიმეს თასის მე-9 გათამაშება, რომელიც მექსიკაში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 31 მაისიდან 21 ივნისამდე გრძელდებოდა და მასში 16 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. მექსიკამ პირველად უმასპინძლა ფიფა-ს მსოფლიო თასის გათამაშებას, ხოლო ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, მარიო ზაგალოს თავკაცობით, მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
სწრაფი ფაქტები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970 Mexico 70, ← 19661974 → ...
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970 Mexico 70 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | მექსიკა |
ქალაქები | 5 |
სტადიონები | 5 |
ტურნირის ვადები | 31 მაისი – 21 ივნისი |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ბრაზილია |
მეორე ადგილი | იტალია |
მესამე ადგილი | დასავლეთი გერმანია |
მეოთხე ადგილი | ურუგვაი |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 1 603 975 (50 124 თამაშზე) |
მატჩები | 32 |
გოლები | 95 (2.97 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გერდ მიულერი (10 გოლი) |
დახურვა
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც ფინალში, მეხიკოს „აცტეკაზე“ იტალია ანგარიშით 4–1 დაამარცხა, ჟიულ რიმეს თასი სამუდამო მფლობელობაში გადაეცა.