მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1974
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1974 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-10 გათამაშება, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 13 ივნისიდან 7 ივლისამდე გრძელდებოდა და მასში 16 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პირველად უმასპინძლა ფიფა-ს მსოფლიო თასის გათამაშებას, ხოლო მასპინძელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ჰელმუტ შიონის თავკაცობით, მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
სწრაფი ფაქტები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1974 Fußball-Weltmeisterschaft 1974, ← 19701978 → ...
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1974 Fußball-Weltmeisterschaft 1974 | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | დასავლეთი გერმანია |
ქალაქები | 9 |
სტადიონები | 9 |
ტურნირის ვადები | 13 ივნისი — 7 ივლისი |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | დასავლეთი გერმანია |
მეორე ადგილი | ნიდერლანდები |
მესამე ადგილი | პოლონეთი |
მეოთხე ადგილი | ბრაზილია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 1 774 022 (46 685 თამაშზე) |
მატჩები | 38 |
გოლები | 97 (2.55 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გჟეგოჟ ლატო (7 გოლი) |
დახურვა
დასავლეთ გერმანიის ეროვნული ნაკრები, რომელმაც ფინალში, მიუნხენის „ოლიმპიაშტადიონზე“ ნიდერლანდები ანგარიშით 2–1 დაამარცხა, — მეოთხე გუნდი გახდა (ურუგვაის, იტალიის და ინგლისის შემდეგ), რომელმაც მასპინძლის რანგში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.