ზელანდია (კონტინენტი)
კონტინენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ზელანდია, აგრეთვე ცნობილი როგორც ტასმანტისი ან ახალი ზელანდიის კონტინენტი — თითქმის ჩაძირული კონტინენტის ფრაგმენტი, რომელიც დაიძირა ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ, 60–85 მილიონი წლის წინ. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ანტარქტიდას 85–130 მლნ წლის წინ გამოეყო.[1] 23 მილიონი წლის წინ კი კონტინენტის 93% წყნარ ოკეანეში ჩაიძირა.[2][3]
კონტინენტის ფართობი 3 500 000 კმ²-ია, უფრო მეტი, ვიდრე გრენლანდია ან ინდოეთი, ავსტრალიის ფართობის თითქმის ნახევარი. გადაჭიმულია ახალი კალედონიიდან სამხრეთით, ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკული კუნძულებამდე.[1] კონტინენტის ზღვის დონის ზემოთ დარჩენილი უდიდესი ნაწილია ახალი ზელანდია, რომელსაც მოსდევს ახალი კალედონია.