ბიშვეშვარ პრასად კოირალა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიშვეშვარ პრასად კოირალა (ვიშვეშვარ პრასად კოირალა (ნეპალ. विश्वेश्वरप्रसाद कोइराला; დ. 8 სექტემბერი 1914, ვარანასი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 21 ივლისი, 1982, კატმანდუ), უფრო ცნობილია, როგორც ბ.პ. კოირალა — ნეპალელი რევოლუციონერი, პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი. 1959 —1960 წლებში ნეპალის პრემიერ-მინისტრი, ნეპალის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის — ნეპალის კონგრესის ლიდერი.[1] [2]
ბიშვეშარ პრასად კოილარა | |
ბ. პ. კოირალა 1950 წ. | |
ნეპალის 23-ე პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 მაისი 1959 – 15 დეკემბერი 1960 | |
მონარქი | მაჰენდრა |
წინამორბედი | სუბარნა შამშერ რანა |
მემკვიდრე | ტულსი გირი |
დაბადებული | 8 სექტემბერი 1914 ვარანასი აგრა და აუდის გაერთიანებული პროვინციები ბრიტანეთის ინდოეთი ბრიტანეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 21 ივლისი, 1982 (67 წლის) კატმანდუ, ნეპალი |
პოლიტიკური პარტია | ნეპალის კონგრესი |
მამა | კრიშნა პრასად კოირალა |
დედა | დივია კუმარი კოირალა |
მეუღლე | სუშილა კოირალა |
შვილები | პრაკაშ კოირალა შაშანკა კოირალა შრი ჰარშ კოირალა ჩეტანა კოირალა |
განათლება | შოტლანდიის საეკლესიო კოლეჯი კალკუტის ბენარესის უნივერსიტეტი ინდუისტური უნივერსიტეტი Harish Chandra Postgraduate College |
რელიგია | ათეიზმი |
ხელმოწერა |
ბ.პ. კოირალა გახლდათ ნეპალის პირველი დემოკრატიულად არჩეული (და 22-ე) პრემიერ მინისტრი. მას ეს თანამდებობა 18 თვის განმავლობაში ეკავა, რის შემდეგაც მეფე მაჰენდრას ბრძანებით გადააყენეს და ციხეში ჩასვეს. მან სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ძირითადად გისოსებს მიღმა ან ემიგრაციაში გაატარა, რამაც საგრძნობლად შეარყია პოლიტიკოსის ჯანმრთელობა. ამავდროულად, მისი პარტიისთვის "ბ.პ. კოირალას ეპოქა" 1950-1990-იან წლებში არსებული ფრაქციული განხეთქილებების ფონზე, შედარებით ერთიანობის პერიოდად იქცა.
ცნობილი, როგორც ნეპალის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, ბ.პ. კოირალა იყო დემოკრატიის მტკიცე მხარდამჭერი. ის ამტკიცებდა, რომ მარტო სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები პიროვნული თავისუფლების გარანტიებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც ნეპალია, საკმარისი არ არის და დემოკრატიულმა სოციალიზმმა შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი მისი ჩამორჩენილობის პრობლემის დაძლევაში.[3][4]