ბერტრან რასელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბერტრან არტურ უილიამ რასელი (ინგლ. Bertrand Arthur William Russell, დ. 18 მაისი, 1872, ტრელეკი, უელსი — გ. 2 თებერვალი, 1970, პენჰინდეიდრაიტი, უელსი) — ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1908 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, რომელიც თვითონ განმარტა, როგორც პითაგორეიზმის პლატონისეული ინტერპრეტაციიდან იუმიზმისკენ გადასვლა. ითვლება ინგლისური ლოგიკური პოზიტივიზმისა და ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამაარსებლად.
ბერტრან არტურ უილიამ რასელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Bertrand Arthur William Russell |
დაბადების თარიღი |
18 მაისი, 1872 ტრელეკი, უელსი |
გარდაცვალების თარიღი |
2 თებერვალი, 1970 პენჰინდეიდრაიტი, უელსი |
ეროვნება | ბრიტანელი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
ხელმოწერა |
1950 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. შვედეთის აკადემიის წევრი — ანდრეე ესტერლინგი რასელს ახასიათებდა, როგორც რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენლად, რომელიც დასავლეთში უშიშრად იბრძოდა სიტყვისა და აზრის თავისუფლებისთვის. მისი პირველი წიგნი — გერმანული სოციალ-დემოკრატია დაიბეჭდა 1896 წელს. საკუთარი ლოგიკური შეხედულებები მათემატიკური სისტემების მიმართ წარმოადგინა 1903 წელს გამოცემულ წიგნში „მათემატიკის პრინციპები“.