ბალკანეთის კამპანია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბალკანეთის კამპანია — მეორე მსოფლიო ომის კამპანია, დაიწყო 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალიის სამეფოს საბერძნეთში შეჭრით. 1941 წლის დასაწყის თვებში იტალიის შეტევა შეჩერებული იყო და ბერძნულმა კონტრ-შეტევამ იტალიელები ალბანეთში დახია. გერმანიამ 1941 წლის აპრილში რუმინეთის და ბულგარეთის გავლით საბერძნეთში აღმოსავლეთიდან შეიჭრა, ბრიტანელებმა ბერძნებს დახმარება დესანტებით გაუწიეს. 27 მარტს იუგოსლავიაში ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალება მოხდა, რამაც ადოლფ ჰიტლერი აიძულა შეჭრილიყო იუგოსლავიაში.
ბალკანეთის კამპანია | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
გერმანელი პარაშუტისტები კრეტაზე | |||
თარიღი | 1940 წლის 28 ოქტომბერი — 1941 წლის 1 ივნისი | ||
მდებარეობა | საბერძნეთი, ალბანეთი, იუგოსლავია | ||
შედეგი |
ღერძის გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ბალკანეთის კამპანია ვიკისაწყობში |
გერმანელების და იტალიელების იუგოსლავიაში შეჭრა, 6 აპრილს, დაიწყო საერძნეთში ბრძოლების ხანახლებასთან ერთად, ღერძ ბერლინი-რომი-ტოკიოს შეუერთდა უნგრეთის სამეფო, 11 აპრილს. 17 აპრილს იუგოსლავიამ ზავს მოაწერა ხელი, 30 აპრილისთვის მთლიანი კონტინეტური საბერძნეთი გერმანული და იტალიური კონტროლის ქვეშ იყო. 20 მაისს გერმანელები კრეტაში ჰაერით შეიჭრნენ და 1 ივნისს კუნძულზე არსებული ყველა ბრიტანული და ბერძნული სამხედრო შენაერთი დანებდა. შეტევებში მონაწილეობის არ მიღების მიუხედავად, ბულგარეთმა საბერძნეთის და იუგოსლავიის ტერიტორიების ოკუპაცია მოადინა მეორე ბალკანური ომისთვის შურისძიების მიზნით.