არჩიბალდ პრიმროუზი
From Wikipedia, the free encyclopedia
არჩიბალდ ფილიპ პრიმროუზი (ინგლ. Archibald Philip Primrose; დ. 7 მაისი, 1847 — გ. 21 მაისი, 1929) — ბრიტანელი ლიბერალი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1894 წლის მარტიდან 1895 წლის ივნისამდე. 1851-1868 წლებში ცნობილი იყო ლორდ დელმენის სახელით.
სწრაფი ფაქტები არჩიბალდ პრიმროუზი, დაბადების თარიღი ...
არჩიბალდ პრიმროუზი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1847(1847-05-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბადების ადგილი | ლონდონი |
გარდაცვალების თარიღი | 21 მაისი, 1929(1929-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Epsom |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
განათლება | კრაისტ-ჩერჩის კოლეჯი და იტონის კოლეჯი |
მამა | Archibald Primrose, Lord Dalmeny[8] |
დედა | Wilhelmina Powlett, Duchess of Cleveland[4] [8] |
მეუღლე/ები | Hannah Primrose, Countess of Rosebery[8] |
შვილ(ებ)ი | Sybil Grant[8] , Harry Primrose, 6th Earl of Rosebery[8] , Neil Primrose[8] და Peggy Crewe-Milnes, Marchioness of Crewe[4] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, Royal Victorian Chain, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ლეკვერთხის ორდენი და honorary Fellow of the Royal College of Surgeons[9] |
დახურვა
ორჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საფრანგეთისა და გერმანიის საქმეებს. ჩაანაცვლა უილიამ გლადსტონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, იყო ლიბერალური პარტიის ლიდერი 1894 წელს;
იყო ბრწყინვალე ორატორი, გამოჩენილი სპორტსმენი და მსროლელი, მწერალი და ისტორიკოსი, ასევე კოლექციონერი.
ისტორიკოსები მას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს [10] და როგორც პრემიერ-მინისტრს, წარუმატებლად აფასებენ. [11] [12]