ართურ ევანზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ართურ ჯონ ევანზი[17] (დ. 8 ივლისი, 1851, ნეშ-მილსი, ჰერტფორდშირი – გ. 11 ივლისი, 1941, იულბერი, ოქსფორდშირი) — ინგლისელი არქეოლოგი, ისტორიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1901). გეოლოგის, არქეოლოგისა და ნუმიზმატის ჯონ ევანზის ვაჟი. 1874 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. 1875–1882 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, ძირითადად ბალკანეთში; 1884–1908 წლებში იყო აშმოლის მუზეუმის მცველი [შემდგომში საპატიო მცველი, მუზეუმს გადასცა საკუთარი და მამის კოლექცია; ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი (1909)], ლონდონის ანტიკვარების საზოგადოების პრეზიდენტი (ავტომატურად ბრიტანეთის მუზეუმის მცველიც) 1914–1919 წლებში. 1871 წლიდან მონაწილეობდა არქეოლოგიურ კვლევებში, მ.შ. საკუთარი კვლევები განახორციელა ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთში (1877–1878, 1880–1882), სამხრეთ ბრიტანეთში [რომაულამდელ (მ.შ. ეილესფორდის სამარხი, 1886) და რომაული დროის ძეგლებზე], კუნძულ კრეტაზე [1894 წელს — კვლევა, 1900–1931 წლებში (შესვენებებით) — კნოსოსის გათხრები (ძირითადად 1905 წლამდე) და რესტავრაცია]. აღმოაჩინა მინოსის კულტურა (ცივილიზაცია) და სათავე დაუდო მის შესწავლას,[18] დაადგინა კრეტა-მიკენის კულტურის ქრონოლოგია და პერიოდიზაცია, სისტემაში მოიყვანა და გამოსცა ძველი კრეტული დამწერლობის ნიმუშები.[19] ავტორია შრომებისა ანტიკური ნუმიზმატიკისა და არქეოლოგიის, კელტების კულტურისა და სხვათა შესახებ. 1911 წელს რაინდად აკურთხეს.[18]
ართურ ევანზი | |
---|---|
ინგლ. Arthur Evans | |
დაბ. თარიღი | 8 ივლისი, 1851(1851-07-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ნეშ-მილსი |
გარდ. თარიღი | 11 ივლისი, 1941(1941-07-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | უელბერი[10] |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო[11] დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე[12] , არქეოლოგი[13] და ნუმიზმატი |
ალმა-მატერი | ბრასენოსის კოლეჯი[10] და ჰეროუს სკოლა[10] |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[14] , ფილოსოფიის დოქტორი და honoris causa |
მამა | ჯონ ევანზი[10] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი[10] , სამეფო ოქროს მედალი[10] , კოპლის მედალი[15] , რაინდი-ბაკალავრი, ნუმიზმატიკური სამეფო საზოგადოების მედალი, ანტიკვარების სამეფო საზოგადოების წევრი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ჰანტინგტონის მედალი, ლაიელის მედალი და ჰექსლის მემორიალური მედალი[16] |
გავლენა მოახდინეს
| |