ალექსანდრა დანიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა დანიელი (დან. Alexandra af Danmark, ინგლ. Alexandra of Denmark; დ. 1 დეკემბერი, 1844, კოპენჰაგენი, დანია — გ. 20 ნოემბერი, 1925, ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი და ინდოეთის იმპერატრიცა 1901-1910 წლებში როგორც ედუარდ VII-ის მეუღლე.
ალექსანდრა დანიელი | |
---|---|
Alexandra af Danmark | |
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი ინდოეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 9 აგვისტო, 1902 |
მმართ. დასაწყისი: | 22 იანვარი, 1901 |
მმართ. დასასრული: | 6 მაისი, 1910 |
წინამორბედი: | ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი |
მემკვიდრე: | მარია ტეკელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 დეკემბერი, 1844 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 20 ნოემბერი, 1925, (80 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი |
მეუღლე: |
ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე (ქ. 1863 - გარდ. 1910) |
შვილები: |
ალბერტი, კლარენსის ჰერცოგი ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე ლუიზა, ფაიფის ჰერცოგინია ვიქტორია მაუდი, ნორვეგიის დედოფალი |
სრული სახელი: | ალექსანდრა კაროლინა მარია შარლოტა ლუიზა იულია |
დინასტია: | გლუქსბურგები |
მამა: | კრისტიან IX, დანიის მეფე |
დედა: | ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი |
რელიგია: | პროტესტანტობა |
1852 წელს მამამისმა, მეფე კრისტიან IX თავისი უნაყოფო ბიძაშვილის, დანიის მეფე ფრედერიკ VII-ის მემკვიდრე გახდა, რითაც ალექსანდრა ევროპელი მონარქებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ იქცა. თექვსმეტი წლის ასაკში იგი დანიშნეს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას უფროს ვაჟზე, უელსის პრინც ედუარდზე. თვრამეტ თვეში, 1863 წელს შედგა ალექსანდრასა და ედუარდის ქორწინება. იმავე წელს ალექსანდრას მამა დანიის მეფე გახდა, ხოლო მისი ძმა, გეორგიოს I საბერძნეთის მეფედ აირჩიეს. იგი 1863-1901 წლების განმავლობაში უელსის პრინცესა იყო და აღსანიშნავია, რომ პრინცესებს შორის ყველაზე ხანგრძლივად ატარებდა იგი ამ წოდებას. ბრიტანელებში იგი ერთობ პოპულარული იყო. ასევე მის სახელს მიეწერება ბრიტანეთში კაბების ახალი მოდის დამკვიდრება. იგი ასევე წარმატების ახორციელებდა თავის დანიშნულებას და ბრიტანეთის პოლიტიკაში ყოველთვის ფიგურირებდა დანიისა და საბერძნეთის ინტერესები.
1901 წელს დედოფალი ვიქტორია გარდაიცვალა, რის გამოც ტახტს ედუარდ VII იკავებს და ალექსანდრაც დედოფალი გახდა. 1910 წელს ალექსანდრა დაქვრივდა და ტახტი მისმა ვაჟმა, ჯორჯ V-მ დაიკავა. ცნობილია, რომ მას ძალიან აწუხებდა პირველ მსოფლიო ომში თავისი ვაჟისა და მულიშვილის, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის დაპირისპირება, რომელმაც გაანადგურა ორასწლიანი ბრიტანულ-პრუსიული ალიანსი. ასევე ალექსანდრამ შეიფარა რევოლუციის შემდეგ დევნილი თავისი და, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნა და სხვა რუსი დიდებულები. ამას გარდა, იგი, როგორც დედოფალი, აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.