ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი (გერმ. Albert von Sachsen-Coburg-Gotha, ინგლ. Albert of Saxe-Coburg and Gotha; დ. 26 აგვისტო, 1819 — გ. 14 დეკემბერი, 1861) — დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე-კონსორტი 1840-1861 წლებში როგორც დედოფალ ვიქტორიას მეუღლე.
ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი | |
---|---|
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე-კონსორტი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 თებერვალი, 1840 |
მმართ. დასასრული: | 14 დეკემბერი, 1861 |
წინამორბედი: | ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი |
მემკვიდრე: | ალექსანდრა დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 აგვისტო, 1819 |
დაბ. ადგილი: | კობურგი, გერმანიის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 14 დეკემბერი, 1861, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
მეუღლე: | ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
შვილები: |
ვიქტორია, გერმანიის დედოფალი ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე ალისა, ჰესენის ჰერცოგინია ალფრედი, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ჰელენა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის პრინცესა ლუიზა, არგილის ჰერცოგინია არტური, კონაქტის ჰერცოგი ლეოპოლდი, ოლბანის ჰერცოგი ბეატრისი, ბატენბერგის პრინცესა |
სრული სახელი: | ფრანც ალბერტ ავგუსტ კარლ ემანუელი |
მამა: | ერნესტ I, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი |
დედა: | ლუიზა საქსენ-გოთა-ალტენბურგელი |
რელიგია: | პროტესტანტიზმი |
იგი დაიბადა გერმანიის იმპერიაში შემავალ პატარა საქსონიურ საქსენ-კობურგ-გოთას საჰერცოგოში. მართალია მისი საჰერცოგო ძალიან პატარა იყო, თუმცაღა მისი ნათესავები იყვნენ უამრავი ევროპელი მონარქი. ოცი წლის ასაკში მან ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ვიქტორია ჰანოვერელი, რომელთაც ცხრა შვილი შეეძინათ. მან თავიდანვე იგრძნო თავისი, როგორც კონსორტის როლი, რომელიც მას არანაირ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას არ აძლევდა. თუმცაღა მან თანდათანობით ხალხში დიდი რეპუტაცია მოიპოვა, თავისი რეფორმებით, რომლებიც ძირითადად მოიცავდა განათლების სისტემის დახვეწასა და მთელს მსოფლიოში მონობის გაუქმების პროგრამის წარმოებას. 1851 წელს სწორედ მისი ხელშეწყობით ჩატარდა ლონდონის დიდი გამოფენა, რამაც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაიარა.
ვიქტორია თანდათან უფრო დაუახლოვდა მეუღლეს და დიდწილად მისი მხარდაჭერის იმედად იყო ხოლმე. მალევე ალბერტმა დაარღვია კონსორტთათვის დამახასიათებელი უუფლებობა და ჩაება დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ნიჭიერებისა და შეხედულებების გამო იგი პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრადაც დანიშნა, 1857 წლიდან კი პრინც-კონსორტის წოდებაც მიენიჭა.
ალბერტი შედარებით ახალგაზრდა, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფალი ვიქტორია იმდენად გაანადგურა საყვარელი მეუღლის დაკარგვამ, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე შავ სამოსს ატარებდა და ალბერტს გლოვობდა. მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, 1901 წელს გარდაიცვალა ვიქტორიაც, ტახტზე კი მათი ვაჟი ედუარდ VII ავიდა. იგი პირველი მონარქი იყო დიდი ბრიტანეთის ტახტზე, რომელიც საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი იყო, რაც ალბერტის დამსახურება და მემკვიდრეობა იყო.