ხორვატიის მხარეები
From Wikipedia, the free encyclopedia
ხორვატიის მხარეები (ხორ. županije) — ხორვატიის პირველი დონის ადმინისტრაციული ერთეულები.[1] მას შემდეგ, რაც 1992 წელს ისინი აღდგა ხორვატია დაყოფილია 20 მხარედ და ერთ დედაქალაქად, რომელსაც აქვს ორივე სტატუსი, როგორც მხარის ასევე ქალაქის.[2][3] მხარეები დაყოფილია 127 ქალაქად და 429 მუნიციპალიტეტად.[4] თითოეულ მხარეს აქვს საბჭო (ხორ. skupština), რომლის წევრებსაც ირჩევენ ადგილობრივი არჩევნების დროს.[5] მხარის მთავრობის მეთაურია პრეფექტი (ხორ. župan), ხოლო ზაგრების მთავრობის ხელმძღვანელი მერი.[6] მხარეების ფინანსდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ ასევე ადგილობრივი ბიზნესებისა და გადასახადების გადამხდელების მიერ.[7] მხარეების გადასახადები მოიცავს ხუთ პროცენტიან მემკვიდრეობის და საჩუქრის მოსაკრებლებს, გადასახადი ვტომობილებზე და აზარტულ თამაშებზე.[8] მხარეების მოვალეობაში შედის საზოგადოებრივი მომსახურების გაწევა: პირველადი და მეორადი განათლების ხელმისაწვდომობა, სამთავრობო ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ზრუნვა სოციალურ კეთილდღეობაზე, სასოფლო სამეურნო და ინდუსტრიული მრეწველობის განვითარებისთვის ადმინისტრაციული ხელშეწყობა ასევე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება.[9]