ხაინანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაინანი (ჩინ.: 海南, ფინინი Hǎinán ხაინანი (?·i)) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია — ხაიკოუ. მოსახლეობა — 8,671,518 ადამიანი (28-ე ადგილი პროვინციებს შორის, 2010 წლის მონაცემებით.)
პროვინცია | |
---|---|
ხაინანი 海南省 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ადმ. ცენტრი | ჰაიკოუ |
შიდა დაყოფა | Wuzhishan City, ჰაიკოუ, Qionghai, Danzhou, Wenchang, Wanning, Dongfang, Ding'an County, Tunchang County, Chengmai County, Lingao County, Baisha Li Autonomous County, Changjiang Li Autonomous County, Ledong Li Autonomous County, Lingshui Li Autonomous County, Baoting Li and Miao Autonomous County, Qiongzhong Li and Miao Autonomous County, Zhongsha Islands და Sansha |
კოორდინატები | 20°02′00″ ჩ. გ. 110°19′26″ ა. გ. |
მმართველი | Shen Xiaoming და Feng Fei |
ფართობი | 33,920 კმ² |
მოსახლეობა | 8,671,518 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 254.7 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ჩინელები 83% |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
საავტომობილო კოდი | 琼 |
ოფიციალური საიტი | hi.gov.cn/code/V3/ |
კუნძული გაშენებულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაპირებზე, ჩინეთის კონტინენტური ნაწილისგან ხაინანი გამოყოფილია ხაინინის სრუტის მევეობით, სრუტის მეორე მხარეს მდებარეობს ლეიჩშოუბანდაოს ნახევარკუნძული. კუნძულის ფართობი შეადგენს 33,210 კვადრატულ კილომეტრს, ხაინინი თავისი ფართობის სიდიდის მხრივ შედის მსოფლიოს უდიდეს 50 კუნძულს შორის. ეს ტერიტორია შედის ჩინეთის სამხრეთული ავტონომიის შემადგენლობაში, პროვინციის სტატუსით. საუკუნეების განმავლობაში ეს ტერიტორია შედიოდა გუანდუნის პროვინციის შემადგენლობაში, მაგრამ 1988 წელს გამოეყო გუანდუნს. კუნძულის დედაქალაქია ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ჰაიკოუ.
2009 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 8,180,000 კაცი, სიმჭიდროვის თვალსაზრისით კმ²-ზე საშუალოდ 241 ადამიანი ცხოვრობს. აქ მცხოვრებთა სასაუბრო ენაა ჩინური, თუმცა კუნძულზე ასევე გავრცელებული პორტუგალიურიც. აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა ბუდისტია. კუნძულზე არის ათი დიდი ქალაქი.