ხავერდოვანი რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ხავერდოვანი რევოლუცია (ჩეხ. sametová revoluce; სლოვაკ. nežná revolúcia) — მშვიდობიანი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც 1989 წლის 17 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე განხორციელდა. რევოლუციის შედეგად ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის რეჟიმი დაემხო და ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა დამყარდა.[1]