ქვეყნის ნაწილები
From Wikipedia, the free encyclopedia
ქვეყნის ნაწილები — ხმელეთის მსხვილი რეგიონები, რომლებიც მოიცავენ ცალკეულ კონტინენტებს ან მათ ნაწილებს მიმდებარე კუნძულებთან ერთად. ტრადიციულად გამოყოფენ 6 ქვეყნის ნაწილს:
- ევროპა - აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.
- აზია - ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.
- აფრიკა - მოიცავს აფრიკის კონტინენტს.
- ამერიკა - მოიცავს ორ კონტინენტს: ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას.
- ოკეანეთი - მოიცავს ავსტრალიის კონტინენტს და მიმდებარე კუნძულებს.
- ანტარქტიკა - მოიცავს ანტარქტიდის კონტინენტს და მიმდებარე კუნძულებს.
ხმელეთის დაყოფას ქვეყნის ნაწილებად ისტორიულ-კულტურული საფუძველი აქვს და განსხვავდება კონტინენტებად დაყოფისაგან, რომელიც გეოლოგიურ განსაზღვრებას ეფუძნება.