ფრენკ ზაპა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრენკ ვინსენტ ზაპა (ინგლ. Frank Vincent Zappa, დ. 21 დეკემბერი, 1940 — გ. 4 დეკემბერი, 1993) — ამერიკელი კომპოზიტორი, გიტარისტი, მომღერალი, კინორეჟისორი და სატირიკოსი, გრემის ლაურეატი. იყო როკ-ჯგუფის The Mothers of Invention ლიდერი.
ფრენკ ზაპა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1940 |
დაბ. ადგილი | ბალტიმორი[1] |
წარმოშობა | აშშ |
გარდ. თარიღი | 4 დეკემბერი, 1993 |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი |
დასაფლავებულია | ვესტვუდის სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მუსიკოსი, დირიჟორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1955–1993 |
ლეიბლ(ებ)ი | Verve/MGM, Bizarre/Straight, DiscReet, Zappa Records, Barking Pumpkin Records, Rykodisc |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
| |
საიტი | www.zappa.com |
ფრენკ ზაპა ვიკისაწყობში |
ზაპა ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსი იყო თავის ეპოქაში. 33 წლიანი კარიერის განმავლობაში, მან გამოუშვა 60 ალბომზე მეტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შეიცავდა განუმეორებელ კომპოზიციებს. ამის გარდა, ის ცნობილი იყო, როგორც ელექტროგიტარისტი, მულტიინსტრუმენტალისტი, ხმის ინჟინერი და პროდიუსერი. გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა სტუდიურ ტექნოლოგიებზე.
დებიუტის შემდეგ, 1966 წელს ყველა თავისი ალბომის პროდიუსერი თვითონ იყო. მუშაობდა მრავალ ჟანრში, წერდა მუსიკას როკ–ჯგუფებისთვის, ჯაზ-ანსამბლებისათვის, სიმფონიური ორკესტრებისთვის, ზაპას ალბომებს ყოველთვის არა, მაგრამ მაინც ჰქონდა კომერციული წარმატება (ალბომი „Apostrophe 1974 წელს გახდა ოქროსი).