ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანები (იტალ. Domenico and Francesco Pizzigano ან Pizigano), აგრეთვე ცნობილი როგორც ძმები პიციგანები — 14 ს. ვენეციელი კარტოგრაფები. ძმები პიციგანები უპირატესად ცნობილი არიან 1367 წლით დათარიღებული პორტულანით, რომელიც ამჟამად ინახება პარმის პალატინის ბიბლიოთეკაში (Ms.Parm.1612). ზომით 138X92 სმ, ის თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი პორტულანია. 1367 წლის პორტულანმა ქართულ სამეცნიერო წრეების ყურადღება 90-იან წლებიდან მიიპყრო, როდესაც ქართველი ისტორიკოსები დაინტერესედნენ ქართული ეროვნული დროშის საკითხით. აქაც, ანჯელინო დულჩერის პორტულანის მსგავსად, თბილისის თავზე (რუკაზე Tifilis) აღმართულია „ხუთ–ჯვრიანი“ დროშა.