ანჯელინო დულჩერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანჯელინო დულჩერი — მალიორკელი კარტოგრაფი, რომლის 1339 წლის პორტულანი პირველი იყო, პალმაში შექმნილთაგან.
პორტულანის ამოსაკითხი წესი და ლეგენდა დაწერიალია ლათინურად და ისეთი დეტალების შემცველია, რომლებიც როგორც წესი არ გვხვდება გენუურ ან ვენეციურ პორტულანებზე.
ის, გარკვეულწილად ასახავს ჩრდილოეთ ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას, ამგვარად პორტულანი ვითარდება ხმელთაშუა ზღვის ცენტრის ირგვლივ. ზოგადად, ეს მოვლენა სახასიათოა მაშინდელი პორტულანებისთვის.[1] შესაბამისად, დულჩერის პორტულანიც, რუკის შედგენის იმ დროს დამკვიდრებულ წესებს ემორჩილება.
პორტულანი, გარდა იმდროინდელი სავაჭრო მარშრუტებისა, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სახელმწიფოებზე, მათ პროვინციებზე და ქალაქებზე. პორტულანი საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს სამეფოზე. თბილისის თავზე აღმართულია „ხუთჯვრიანი“ დროშა, რაც სამეფოს აღმნიშვნელი უნდა იყოს.
ამ რუკაზე არის პირველი წერილობითი ცნობა კანარის კუნძულებიდან ერთ-ერთი კუნძულის – ლანსაროსი, როგორც Insula de Lanzarotus Marocelus, გენუელი ზღვაოსნის ლანცელოტო მალიოკელოს სახელის მიხედვით.