უფსალის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
უფსალის უნივერსიტეტი („უუ“; შვედ. Uppsala universitet) — კვლევითი უნივერსიტეტი ქალაქ უფსალაში, შვედეთში. მისი დაარსების თარიღი 1477 წელია, რაც მას ქვეყნისა და მთლიანად სკანდინავიის უძველეს უნივერსიტეტად ხდის[4]. საერთაშორისო შეფასებებით ის ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში ხვდება[5].
უფსალის უნივერსიტეტი | |
---|---|
Uppsala universitet | |
ლათ. Universitas Regia Upsaliensis ან Academia Regia Upsaliensis | |
დევიზი |
Gratiae veritas naturae „ჭეშმარიტება კეთილშობილებითა და ბუნებით“ (?) |
დაფუძნდა | 1477 |
დამფუძნებელი (-ები) | სტენ სტურე უფროსი და Jakob Ulvsson |
ტიპი | საზოგადოებრივი |
თანამშრომელი |
6,160[1] (4,000 ასწავლის) |
რექტორი | პროფ. ევა აკესონი[2] |
სტუდენტი | 22,909 (სდე, 2012)[1] |
დოქტორანტი | 2,401[1] |
მისამართი | Dag Hammarskjölds Väg 7, 752 37 Uppsala[3] |
მდებარეობა | უფსალა[3] |
ქალაქი | უფსალა |
ქვეყანა | შვედეთი |
ტელეფონი | +46-18-471-00-00[3] |
ფერები | წაბლისფერი, თეთრი |
კავშირები | კოიმბრას ჯგუფი, ეუა, უმქ |
აფილაცია | Coimbra Group |
https://www.uu.se |
უნივერსიტეტმა მაღალ სიდიდეებს, მე-16 საუკუნის ბოლოს შვედეთის იმპერიად გარდაქმნის შემდეგ მიაღწია, რომლის შემდეგაც ადრეულ XVII საუკუნეში შედარებით სტაბილური ფინანსური უზრუნველყოფა მიიღო მეფე გუსტავ ადოლფის დიდი შემოწირულობის ხარჯზე. უფსალას ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი უჭირავს შვედეთის ეროვნულ კულტურაში, იდენტურობაში, შვედეთის როლის დამკვიდრებაში: ისტორიოგრაფიაში, ლიტერატურაში, პოლიტიკასა და მუსიკაში. ზოგადად შვედური აკადემიური კულტურის მრავალი ასპექტი, მაგალითისთვის როგორიცაა თეთრი სტუდენტური კეპი, სწორედ უფსალადან იღებს სათავეს. ლუნდისა და ჰელსინკის უნივერსიტეტებთან ის გარკვეულ განსაკუთებულობებს იზიარებს, ისეთებს როგორიცაა სტუდენტთა ეროვნული სისტემა.
უფსალა ევროპული უნივერსიტეტების კოიმბრას ჯგუფს მიეკუთვნება. უნივერსიტეტს ცხრა ფაკულტეტი აქვს, რომელიც სამ „ძირითად დისციპლინას“ შორის ნაწილდება. მას დაახლოებით 23,000 სრული დროის სტუდენტი და 2,400 სადოქტოროს სტუდენტი ჰყავს. უნივერსიტეტის პერსონალი დაახლოებით 4,000 მასწავლებელს ითვლის (არასრული და სრული დროით), საერთო ჯამში კი 6,200 თანამშრომელს. უნივერსიტეტის 575 პროფესორთაგან 25%-ს ქალები წარმოადგენენ. 2012 წელს უნივერსიტეტის 5.5 მილიარდი შვედური კრონის (დაახლ. $850 მლნ.) ფინანსური ბრუნვიდან, 29% განათლების ბაზისურ და მოწინავე დონეებზე დაიხარჯა, 67% კი კვლევებსა და კვლევით პროგრამებზე[1].