სუკრეს დეპარტამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სუკრეს დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Sucre) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს კოლუმბიის კარიბის რეგიონში. მოიცავს 10 670 კმ²-ს და ფართობის მხრივ კოლუმბიის დეპარტამენტებს შორის 27-ე ადგილზეა, 772 010 მცხოვრებით კი 21-ე. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ბოლივარის დეპარტამენტი, დასავლეთით კი კორდობის დეპარტამენტი.
სწრაფი ფაქტები დეპარტამენტი, ქვეყანა ...
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სუკრეს დეპარტამენტი Departamento de Sucre | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
ადმ. ცენტრი | სინსელეხო | ||||
შიდა დაყოფა | სამპუესი, მოროა, კოროსალი, ტოლუ, სან-ონოფრე, ტოლუვიეხო, კოლოსო, კოვენიასი, სუკრე, გალერასი, სინსე, ლოს-პალმიტოსი, ჩალანი, მახაგუალი, გუარანდა, კაიმიტო, ლა-უნიონი, ოვეხასი, სინსელეხო, პალმიტო, სან-ხუან-ბეტულია, ელ-რობლე, სან-ბენიტო-აბადი და ბუენავისტა | ||||
კოორდინატები | 9°02′00″ ჩ. გ. 75°09′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 18 აგვისტო, 1966 | ||||
ფართობი | 10 917 კმ² | ||||
მოსახლეობა | 834 927[1] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 76 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
ოფიციალური საიტი | gobersucre.gov.co | ||||
დახურვა
სახელი ეწოდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის — ანტონიო ხოსე დე სუკრეს პატივსაცემად.
დეპარტამენტის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობას. მოჰყავთ იუკა, ბანანი, სიმინდი, თამბაქო, სორგო, იამსი, ბამბა. გარდა ამისა, მოიპოვება ნავთობი და გაზიც.
სუკრეს დეპარტამენტი 26 მუნიციპალიტეტისგან შედგება.