სექტემბერი
წლის მეცხრე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში / From Wikipedia, the free encyclopedia
სექტემბერი (ლათ. September) — გრიგორიანული კალენდრის მეცხრე თვე. შეიცავს 30 დღე-ღამეს.
სწრაფი ფაქტები
<< | სექტემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | ||||||
2024 |
დახურვა
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეშვიდე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად septem — შვიდი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებაა — ენკენისთვე.
სექტემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. ბუნიობის ერთ-ერთი დღე სექტემბერზე მოდის.
სექტემბრის ზოდიაქოს ნიშნებია ქალწული და სასწორი.
სექტემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც დეკემბერი.